აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" (G20) სამიტს მაიამიში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა კიდევ ერთი შეხვედრისთვის.
კითხვაზე, მიიღებდა თუ არა პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეხვედრის მიწვევას, ტრამპმა უპასუხა: "არ ვიცი. ვიცი, რომ ის შეხვედრას გამართავს; ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ალასკაზე. ვფიქრობ, ის კიდევ ერთ შეხვედრას დათანხმდებოდა. მაიამისთან დაკავშირებით კი არ ვიცი".
"ის მზადაა შეხვედრისთვის. მას სურს შეხვედრა. მას ომის დასრულება სურს, ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მანამდე Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ მაიამიში "დიდი ოცეულის" სამიტზე პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებოდა.
თუმცა, უცნობია, დათანხმდება თუ არა პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას.