სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა მოქალაქე ქართლოს პერანიძის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს - სასამართლომ მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
მოსამართლემ ასევე გაფრთხილება მისცა დარეჯან ხუსკივაძეს და ნანა ბუიძეს, რომლებმაც სიძულვილის ენა ირინე ფერაძის წინააღმდეგ გამოიყენეს.
პროცესები გაიმართა თერჯოლაში, თიანეთსა და ქარელში.