პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ ის მზადაა, შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ სანქციები და გაათავისუფლოს მისი აქტივები ბირთვული შეთანხმების პროგრესის სანაცვლოდ, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორშაბათს მან განაცხადა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.
ტრამპმა კონკრეტულად Axios-ის პუბლიკაციას უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება დამოკიდებული იქნებოდა კონკრეტულ ბირთვულ დათმობებზე: მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" და მოითხოვა, რომ "ეს ყალბი ამბავი დაუყოვნებლივ წაიშალოს!".