03 ოქტომბერი 2026,   16:55
ვრცლად
საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას არ ავალებს, თავი შეიკავოს და არც ხელთ არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს - მედია

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას არ ავალებს, თავი შეიკავოს და არც ხელთ არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნეზმა TF1-თან საუბრისას განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის არ მიუციათ რაიმე შეზღუდვის ინსტრუქცია მოქმედების ან მათ ხელთ არსებული სპეციალური არალეტალური საშუალებების გამოყენების შესახებ.

"სიტუაცია ქუჩის არეულობებსა და ძალადობაში გადადის და მათ ჩასახშობად ყველა სახის სპეციალური საშუალება გამოიყენება", - დასძინა მინისტრმა.

მინისტრი აცხადებს, რომ ის "თავის საქმეს აკეთებს".

"მე აღვკვეთ უკანონო ქმედებებსა და გადამეტებულ მოქმედებებს იმ პროპორციულობისა და თავშეკავების პრინციპით, რაც შიდა უსაფრთხოების ძალების ღირსებას შეესაბამება", - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა.

აქციების მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.

პროტესტი, ხშირ შემთხვევებში, ძალადობრივ სახეს იღებს.

დღის ამბები