06 ოქტომბერი 2026,   10:14
ვრცლად
გიორგი გველესიანის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასამართლომ გიორგი ხუციშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ხუციშვილი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გველესიანს.

ასევე, 1 500 ლარით დაჯარიმდა გიორგი ჯოჯიშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა გიორგი მასხულიას მისამართით გამოიყენა. ანალოგიური ჯარიმის გადახდა მოუწევს გიორგი ჯიბლაძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას მიაყენა.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, სალომე ქირიას განცხადებით, თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.

"თბილისის საქალაქომ განიხილა რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი. თითოეულ შემთხვევაში ოქმი შედგენილი იყო 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ პიროვნებებს ვედავებოდით სოციალურ ქსელში წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას. სასამართლომ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცესში, რა თქმა უნდა, შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, თითოეულ შემთხვევაში ფასდება, იყო თუ არა ქმედება გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში განსახილველი ქმედება", - განაცხადა სალომე ქირიამ.

დღის ამბები