აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირება აქტიურად მიმდინარეობს და მოცულობები ზოგჯერ ომამდელ მაჩვენებლებსაც კი აჭარბებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის გავლით მილიონობით ბარელი ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული. ჩვენ მას ისეთი მოცულობით ვატარებთ, რომელიც ზოგჯერ ომამდელ მაჩვენებლებსაც კი აღემატება,"- განაცხადა ტრამპმა.