სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის 33 ნომერთან, სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე თანამედროვე, უსაფრთხო სივრცე მოეწყობა - დაიგება ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება განათება და ახალი ინვენტარი.
პროექტისთვის სამგორის ბიუჯეტიდან მილიონ 50-ი ათასი ლარი გამოეყო. ტერიტორიაზე სამუშაოები მაღალი ძაბვის ხაზის გამო ფერხდებოდა, თუმცა უსაფრთხოების მოგვარების შემდეგ მშენებლობის დაწყება შესაძლებელი გახდა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.