07 ოქტომბერი 2026,   19:26
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვითარებასა და მასში ჩართულ მონაწილეებს.

მისი თქმით, სიტუაციის შეფასებისას ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს იყენებს, რომელიც პასუხს სვამს კითხვებზე ვინ რას იღებს კონკრეტული მოვლენით, როგორ და რა გარემოებებში.

ანჯაფარიძის შეფასებით, ამ კითხვებზე მის მიერ მოძიებული პასუხები საფუძველს გვაძელვს წინასწარი დასკვნისთვის, რომ საქმე ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ დაგეგმილ შეტევასთან გვაქვს.

"რამდენიმე დღეა ვაკვირდები პატიმარ დავითაძის ირგვლივ აგორებული სკანდალის სცენარს და მასში ჩართულ მონაწილეებს.

ვიყენებ ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს, რომელიც ითხოვს პასუხებს კითხვებზე: ვინ რას იღებს ამ სკანდალით, როგორ და რა გარემოებებში?

ამ კითხვებზე ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან, ყველა თავისას.

ეხლა გთავაზობთ თქვენც შეხედოთ სიტუაციას იმათი სამრეკლოდან, ვინც ამ ახალი სკანდალისგან სარგებელს ელოდება, ან უკვე მიიღო. ბევრ თქვენთვის საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ!" - წერს ანჯაფარიძე.

დღის ამბები