4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ შეწყალებისთვის ნიადაგს უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს.
პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ წერილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ბურჭულაძე ამ გზით ბულინგს გაურბოდეს ან საზოგადოებრივ აზრს ამზადებდეს.
როგორც გორდულაძე ამბობს, ეს იყო ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რასაც დღეს უკვე არაერთი ცალკეული პირი, არამედ პროცესში მონაწილე ათეულობით ადამიანი აღიარებს.
"შესაძლებელია, რომ ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს ან საზოგადოებრივ აზრს ამ გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, რომ დადასტურებულია, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის ნოემბერში ან დეკემბერში არ ტარდებოდა. არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს, ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით პირს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ბრიუსელის მცდელობის მიუხედავად, ძალადობრივი მოვლენები დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის. წერს რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა.