4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის.
ბოლო წერილში, რომლიც მან ციხიდან გამოაქვეყნა, წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა. ასე არ ფიქრობს მისი შვილი.
შუქრი ბურჭულაძემ დღესაც თქვა, რომ ლიდერებმა საპროცესო შეთანხმება არ უნდა მოითხოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი ძალადობრივი აქციის ვერცერთ ორგანიზატორს ვერ გამოუვა თავისუფლების მოპოვება სახის შენარჩუნებით, რადგან თითოეული მათგანი პასუხისმგებელია იმ პროცესებზე რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავდა.
"ორგანიზატორებმა არ უნდა დატოვონ საპყრობილე სხვა ადამიანებზე ადრე, ეს არის პოლიტიკური ჰარაკირი მათი მხრიდან. მე მივესალმები ირაკლის, ძალიან ვამაყობ იმით როგორი პოზიცია აქვს მას და ჩემი აზრით, ყველა ლიდერს უნდა ჰქონდეს ეგეთი პოზიცია. შემდეგ განვიხილავთ პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყნის მშვიდობისთვის თუ თავისუფლებაზე", - აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.