09 ოქტომბერი 2026,   16:26
ვრცლად
Ipsos Public Opinion Institute: "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა და 20%-მდე დაეცა.

კვლევაში მესამე ადგილს 15%-ით იკავებს პარტია "მწვანეები" (The Greens). შემდეგ მოდის "სოციალ-დემოკრატიული პარტია" (SPD) 13%-ით და "მემარცხენეები" (Die Linke) 12%-ით.

5%-ზე ნაკლები აიღეს "თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ" (FDP) და "სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა" (BSW). გამოკითხვაში მათ 4-3% მიიღეს.

კვლევა Ipsos Public Opinion Institute-მა 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის შუალედში ონლაინ ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 002-მა პირმა მიიღო.

დღის ამბები