სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა, - ამის შესახეც ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანსთან.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებულად აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერი, თურქან ოზთურქი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.