09 ოქტომბერი 2026,   16:45
ვრცლად
ირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება

"აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს გუდაურში განსაკუთრებული სიახლეები იქნება.

"ეს შეეხება ახალ სასრიალო ტრასებს, ახალ საბაგიროებს, თითქმის 8 კმ დამატებით იქნება გათოვლიანებული, მოეწყობა სასრიალო ტრასების განათება ახალ გუდაურში და იქნება ბევრი სიახლე, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი დამსვენებლები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს ასევე გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და მისი პროგნოზით, ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სიახლეების კუთხით.

"ჩვენი ქვეყნის ოთხსეზონიანი ტურისტული ადგილის პოზიციონირების თვალსაზრისით, ზამთრის სეზონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტრადიციულად სახელმწიფო ზრუნავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე დამატებითი სერვისების მიწოდებაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დღის ამბები