გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ტრადიციული ღონისძიება ახტალის პარკში მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე მოწყობილია 10-ზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება 500-მდე მონაწილე და მეწარმე. 200 სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ნებისმიერ სტუმარს ექნება. ფესტივალი წელს განსხვავებული მრავალფეროვანი პროგრამით და სიახლეებითაც ხვდება ვიზიტორებს.