10 ოქტომბერი 2026,   16:27
ვრცლად
თელავში ევროპის დღე 2026 მიმდინარეობს, სადაც სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ანტიევროპული განცხადებების გამო ზიანდება

თელავში ევროპის დღე 2026 მიმდინარეობს. ადგილზე მოეწყო ინტერაქციული სივრცე სახელწოდებით "ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი". სტუმრები ათვალიერებენ გამოფენებს, მონაწილეობას იღებენ პრაქტიკულ ვორქშოფებში, დისკუსიებსა და კულტურულ აქტივობებში.

სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ანტიევროპული განცხადებების გამო ზიანდება.

"ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას. არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ორივე,"- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები