10 ოქტომბერი 2026,   16:28
ვრცლად
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი შენობის მეოთხე სართულზე განთავსდა. ფართი საქპატენტს 2024 წელს გადაეცა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოეწყო სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, არქივი და საგამოცდო სივრცე.

ცენტრის გახსნა ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივის ნაწილია. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, აბსოლუტურად პასუხობს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც საჭიროა შესაბამისი მიმართულების პროფესიონალების მოსამზადებლად. ეს არის ის სფერო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ვითარდება საქართველოში და "საქპატენტი", როგორც მთავარი გამტარებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება, ძალიან მაღალ დონეზე ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და გადაიდგა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები, რამაც "საქპატენტს" არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალი რეპუტაციული იმიჯი შეუქმნა და ეს მისასალმებელია, იმიტომ, რომ საქართველო გამოირჩევა იმ მიღწევებით, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. სასწავლო ცენტრი კი მოემსახურება იმ შესაძლებლობებს, რომ მომავალი კადრების პროფესიონალების აღზრდა იყოს შესაძლებელი,"- აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. 

დღის ამბები