საფრანგეთში, მოსწავლეების პროტესტის ჩახშობას სპეცდანიშნულების რაზმი ამ დრომდე ცდილობს.
15 წლის მოზარდი, რომელმაც მტევანი დაკარგა. 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის გარეშე დარჩა. 14 წლის მოსწავლე, რომელსაც გაზის კაფსულამ ყბა მოტეხა - ეს ყველაფერი სწორედ საფრანგეთში ხდება.
კითხვას "ქართულ ოცნებში" სვამენ კითხვას - რატომ დუმს ევრობიუროკრატია ძალადობაზე?
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ეს ევრობიუროკრატიისგან კლასიკური მაგალითია ორმაგი სტანდარტის გამოხატულების:
"ეს არის ევრობიუროკრატიისგან კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტის გამოხატულების. ჩვენ ვნახეთ 2024 წლის ნოემბერში და დეკემბერში, ასევე 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ძალადობის სცენები, მოლოტოვის კოქტეილის სროლები, პარლამენტში შტურმის სცენა, პრეზიდენტის სასახლეში სტუმრის სცენა, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამ ყველაფერს ევრობიუროკრატებმა უწოდეს აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. რაც შეეხება ამ დღეებში პარიზში მიმდინარე სტუდენტების აქციას, რომლებიც ითხოვენ სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგათ - აბსოლუტურად მშვიდობიანი არ არის ეს აქცია, ყველა ვხედავთ ამას და ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ საფრანგეთის პოლიციელები, სამართალდამცავი ორგანოები ამ ბავშვებზე, რომ ასეთი სიუჟეტის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც რთული იქნება. ევრობიუროკრატია კი დუმს,"- აცხადებს აკაკი ალადაშვილი.