გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრში "შუშანიკის" პრემიერა შედგა. სპექტაკლის ჩვენება, მიმდინარე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მოხდა და ის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს აღსანიშნავად დაიდგა.
სპექტაკლი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის და გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრების ერთობლივი ნამუშევარია.