12 ოქტომბერი 2026,   15:44
ვრცლად
ბათუმში, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა - ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში "თაუერ ჯგუფის" მშენებარე კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტაში გაჩნდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც უწყებაში "რუსთავი 2-ს" განუცხადებს, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გაჩენის ოფიციალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები