შექმნილია სააგენტო, რომელიც სტარტაპებთან მუშაობს, შედეგები ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს მიმართულება მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება და მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა.
"შექმნილია სააგენტო, რომელიც სტარტაპებთან მუშაობს. შედეგები ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება. მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა", - განაცხადა პრემიერმა.