ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
რატომ შეწყვიტა ბრიუსელმა საქართველოსთან დიალოგი და ფიქრობენ თუ არა რომ დიალოგის განახლების დროა - ამ კითხვით "კურიერმა" ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა.
"ერთ-ერთი საკითხი ევროკავშირის გაფართოებას ეხება. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ უკრაინისა და მოლდოვისთვის მომდევნო ორ კლასტერს გავხსნით. ჩვენ ეს პროცესი უნდა დავასრულოთ, რათა მიმდინარე წელს ყველა კლასტერი გაიხსნას, ევროპა უნდა გაფართოვდეს თუმცა, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენი უსაფრთხოება. უნდა დავფიქრდეთ, როგორ დავიცვათ ევროპა, იმ პირობებში როცა რუსეთი ევროპის კონტინენტზე აგრესიას ახორციელებს", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.