ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმიანება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებს, 20 ლარის ნაცვლად, პენსია 45 ლარით მოემატებათ.
გეგეჭკორი საუბრობს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსხვავებაზე და აცხადებს, რომ ორივე ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ევროპელი ბიუროკრატები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი.
ტელეწამყვანის თქმით, ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას მიაღწევენ, რომ თითოეული ქართველის აღქმაში "ევროპული გზა" ომთან და ნგრევასთან დაკავშირდება.
"ჩვენთან - პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის თემაზე და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე. უკრაინაში ზელენსკი ატარებს ბრიფინგებს იმაზე, დღეს რა მსხვერპლი მოყვა რუსეთის დარტყმას უკრაინაზე, ან რამდენად არაფრად აგდებენ, რომ ტრამპი მისი გაფრთხილების გარეშე უთანხმდება მისი ქვეყნის თემაზე პუტინს. მითუმეტეს ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი. დღევანდელი ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას გაიჩალიჩებენ რომ თითოეული ქართველის აღქმაში „ევროპული გზა“ ომთან და ნგრევასთან დაკავშირდება, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ რეალურად ეგრე არ არის მაგრამ დღეს, იქ არსებული ბიუროკრატია გულმოდგინედ გვიმტკიცებს საპირისპიროს," - წერს ლიზა გეგეჭკორი.