აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი და ჩინეთი ირანის რესპუბლიკას დახმარებას უწევენ.
მისი თქმით, ამ ინფორმაციას რადიკალი მემარცხენეები და შეშლილები ავრცელებენ.
"რადიკალური მემარცხენე იდიოტებისა და შეშლილებისგან ბევრ კომენტარს ვხედავ ჩინეთისა და რუსეთის მიერ „მშვენიერი“ ირანის ისლამური რესპუბლიკის დახმარების შესახებ. თუ ისინი რაიმე დახმარებას უწევენ მათ, ეს ძალიან მცირე მასშტაბით იქნება, თუმცა მე ამის საერთოდ არ მჯერა. მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი და გარდა ამისა, ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით - და ძალიან სწრაფად გავიგებდით!" - წერს დონალდ ტრამპი.