14 ოქტომბერი 2026,   17:53
ვრცლად
გიორგი შარაშიძე პარტიების აკრძალვაზე: ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88-ა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, ამ პროცესით მათთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და არც განსაკუთრებული.

"კარგია, რომ ქალბატონმა მანანა კობახიძემ არ ისურვა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ფაქტობრივად პირდაპირი დასტურია იმისა, რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული.

რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ახლა ამით ჩვენთვის არც მოულოდნელი მომხდარა რამე და ეს რაღაც არაფერ განსაკუთრებულს ჩვენთვის არ ნიშნავს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები