14 ოქტომბერი 2026,   17:50
ვრცლად
სამეგრელოში მამაკაცმა მამა-შვილი დაჭრა - შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა. დაზარალებულის თქმით, დაჭრამდე მამაკაცმა სანადირო თოფიდანაც გაისროლა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები