16 ოქტომბერი 2026,   10:16
ვრცლად
ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის იგივე, "კაწროს" და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა ადვოკატმა, თუმცა უფლებადამცველმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა რომ დაკავებულს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს.

"ვისაუბრეთ, მას ბრალი წარდგენილი აქვს, როგორც თვითონ მითხრა, მაგრამ საქმის მასალები გადაცემული არა აქვს. როგორც უთხრეს, ხვალ შევა გამომძიებელი და გადასცემს საქმის მასალებს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე მისი პოზიცია ისეთია, რომ ყოველგვარი კომენტარისაგან თავს იკავებს და შესაბამისად, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, ვერც მომხდართან დაკავშირებით ვერც წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, კონკრეტულს ვერაფერს ვერ აკეთებთ.

დაკავებამდე საათ-ნახევრით ადრე მას ვესაუბრე, არანაირ პრობლემაზე მას საუბარი არ ჰქონია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონია საერთოდ, არანაირი საკითხი ამ თემაზე არ გაგვლია," - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, გუშინ დააკავეს. მათი გვარები წარსულში არაერთხელ ფიგურირებდნენ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.

დღის ამბები