16 ოქტომბერი 2026,   14:44
ვრცლად
სპორტის მინისტრი ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში საკლუბო კალათბურთის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ქართულ საკალათბურთო კლუბ "კავკასიასაც," რომელიც ჩრდილოეთის ლიგაში პირველად ასპარეზობს. შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის მთავარი მწვრთნელიც ესწრებოდა.

"საკალათბურთო კლუბი "კავკასია" მონაწილეობას იღებს ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში. ამ თამაშთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ამ ლიგის პრეზიდენტი, რომელთანაც დღეს გვქონდა გაცნობიერებით შეხვედრა სპორტის სამინისტროში. მე მას ავუხსენი საქართველოში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც კალათბურთის განვითარების კუთხით კეთდება, ასევე, ავუხსენი ის გეგმები, რომელიც ევროპის ფედერაციასთან ერთად გვაქვს," - აღნიშნა სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.

დღის ამბები