17 ოქტომბერი 2026,   16:34
ვრცლად
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ უბანში მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კიდევ ერთ უბანში, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელებში მიმდინარეობს. 

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-იმ, ამ უბანში, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელი განაახლა.

ამ ეტაპზე, რუსთავის მერია სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ატარებს, რის შემდეგაც, ახალი გზა, 31 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა.

სამუშაოების მომდინარეობას ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები