აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, "ტვ პირველის" მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ჟურნალისტის ვარაუდი, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებას დაემშვიდობება და თანამდებობას დატოვებს, არ გამართლდება.
"ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება - მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით," - წერს ანანიძე.