21 ოქტომბერი 2026,   01:57
ვრცლად
ვითხოვთ, აიკრძალოს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები - ირაკლი ჭეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, 88 დეპუტატის სარჩელს ოთხი კანონმდებელი, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ბათუმში საკმარისი მტკიცებულებებით ჩადიან, ოპოზიცია კი ვერც დარბაზში და ვერც ქუჩაში, საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ უარყოფს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა აუკრძალავს თუ არა საქმიანობისა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს.

"მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, შესაბამისად ჩვენი მიზანიც ეს არის, რადგან ეს დაპირება გვქონდა ჩვენი ამომრჩევლისთვის.

ვითხოვთ, აიკრძალოს ეს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები. ეს არის მათი პრეროგატივა", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

დღის ამბები