ქობულეთში ქალთა ჯანმრთელობის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, კულტურის სახლში მოწყობილ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება სკრინინგს, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაეთმო.
ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიეღოთ და თემატური ბავშვთა ნახატების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.
შეხვედრა ქობულეთის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.