"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, არამედ სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს.
ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა და გააფრთხილა.
"ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას. დღევანდელი სარჩელით, არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში.
კომისიის მასალების მტკიცებულებად ღირებულების შეფასებისას ეს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს ვთხოვთ, რომ დაავალოს მოსარჩელის წარმოდგენას, რა მტკიცებულებები მოგვემართება ჩვენ, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კომისიის მასალების წყაროებისა და წარმომავლობის ნახვის გარეშე შეუძლებელია, გადადოს საქმის განხილვა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.