სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ძმები ფეიქრიშვილები, რომლებიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან და საპატიმროში იმყოფებიან, ე.წ. კანონიერ ქურდებს ესაუბრებიან.
ჩანაწერის მიხედვით, ფეიქრიშვილები თავად იწერენ ე.წ. კანონიერ ქურდებთან საუბარს.
ამ ეტაპზე უცნობია, რაში სჭირდებოდათ ბრალდებულებს ამ ჩანაწერის გაკეთება. ორი აუდიო და ვიდეომასალა დღეს სოციალურ ქსელ "ტიკტოკზე" გავრცელდა და ის დასათაურებულია, როგორც "ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა".