ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინამ ილონ მასკის Starlink ქსელთან სტაბილური კავშირი აღადგინა.
“მონიტორინგის სისტემები Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ. ჩვენ ვაფიქსირებთ 400 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს, კავშირი სტაბილურია.
ეს შედეგი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ფრონტისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, დრონების ოპერირებისთვის, ლოჯისტიკისა და კომუნიკაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ.
Starlink-ი და მისი სამხედრო დანიშნულების ვერსია Starshield-ი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის. ეს სისტემები ბრძოლის ველზე საიმედო ინტერნეტკავშირსა და კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
თუმცა, ბოლო კვირებში ეს სერვისი ვაშინგტონსა და კიევს შორის დავის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქსელის სამხედრო დანიშნულებით გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა.
საპირისპიროს აცხადებს ვაშინგტონი. აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ უკრაინისთვის რაიმე შეზღუდვა არ დაუწესებიათ.