24 ოქტომბერი 2026,   20:10
ვრცლად
პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების პრაქტიკულ გამოწვევებზე ოთხდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების პრაქტიკულ გამოწვევებზე ოთხდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდა.

კურსის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო თაღლითობის დანაშაულის გამოძიების მიმართულებით არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებს, არსებული პრაქტიკის გაზიარებას, სამართლებრივ ასპექტებსა და საგამოძიებო პრაქტიკის დახვეწის საკითხებს დაეთმო.

სწავლებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, რომლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: თაღლითობის სამართლებრივი ჩარჩო, ორგანიზებული თაღლითობის გამოძიება, პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებული თაღლითობის ტიპები, თაღლითური სქემები და მათი დაშლა, მტკიცებულებათა მოპოვება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, შეჯიბრებითობის პრინციპი თაღლითობის საქმეებში.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა თაღლითობის საქმეთა გამოძიებისა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განხილვას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მათი გადაჭრის ეფექტიანი გზების ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია რომ თაღლითობის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

დღის ამბები