25 ოქტომბერი 2026,   00:06
ვრცლად
საკონსტიტუციო განხილვა პარტიების აკრძალვაზე - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას სარჩელის საპასუხო არგუმენტები არ აქვს და პროცესის გაჭიანურებას შუამდგომლობებით ცდილობს

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ის რომ ხუთივე ოპოზიციური პარტია რეალურად გარედან მართული ერთი პოლიტიკური ძალაა, გვარამიას აღიარებამაც დაადასტურა. "ახალის" ლიდერმა სასამართლოზე თქვა, რომ იქ წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური ძალა ერთიანი ორგანიზმია. წამოცდენების გარდა, მთავრობის მეთაურმა ოპოზიციის მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობაზეც ისაუბრა.

ოპოზიცია პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობას უარყოფს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ვერც იმას ხსნიან, რატომ აყენებენ ბევრ შუამდგომლობას, მათ შორის ისეთებს, რომელთა დასაბუთებაც უჭირთ.

პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას სარჩელის საპასუხო არგუმენტები არ აქვს და პროცესის გაჭიანურებას შუამდგომლობებით ცდილობს.

3 დღიანი განხილვა ოპოზიციისთვის რიგით მე-9 უარით დასრულდა. გახარიას პარტიამ განხილვის მესამე დღეს პროცესის 1 თვით გადადება მოითხოვა.

მათი კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა მოწმეების დაბარებას და მტკიცებულებების დართვას სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების, 20 ივნისის და 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ეპიზოდებზე.

"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარე სამართლებრივი მსჯელობისთვის მზად არ არის. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებულია.

მოსამართლეთა პლენუმი პარტია ''საქართველოსთვის'' შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. ისტორიული პროცესის სხდომები კი საკონსტიტუციო სასამართლოში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები