პეკინი, 2026 წელი - ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ადგილობრივები და ქალაქის სხვა სტუმრები, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სპეციალური ბანერებისა და საინფორმაციო ხასიათის ვიდეოკლიპებით ეცნობიან. ეს იმ სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
როუდშოუები სახელწოდებით - "Emotions are Georgia" პეკინის გარდა ჩინეთის სხვა უმსხვილეს ქალაქებში, შანხაიში, გუანჯოსა და ჩენგდუშიც იმართება. ამ გზით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები და უნიკალური ბუნება გაიცნოს. კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ტარდება. ადგილობრივ ჟურნალისტებს, ინფლუენსერებსა და ბლოგერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ საქართველოს ტურისტულ პოტენციალის შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა.
საქართველოს ტურისტული ცნობადების ამაღლების მიზნით სარეკლამო კამპანიებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პერიოდულად სხვა ქვეყნებსა და ქალაქებშიც გეგმავს.