"შენთან ვრჩები" - ასე ჰქვია ჯაბა ქარსელაძის ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც თბილისში გაიმართა. მომღერალი თბილისში სპეციალურად კლიპის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა. ჯაბა ქარსელაძე კურიერთან სიმღერის შექმნის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ სიმღერა მას კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ საკუთარ დაბადების დღეზე აჩუქა.
ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა ტექსტზე და არანჟირებაზე. ტექსტის ავტორი კი ირინა სანიკიძეა. ორკესტრთან ერთად, არანჟირება ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. კლიპის შექმნისას თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენეს - ნამუშევარი ისრაელში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა.
"შენთან ვრჩები" სიყვარულზე, ერთგულებასა და იმ ემოციებზეა, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.
კლიპის პრეზენტაცია კოლეგებისა და მეგობრების შეხვედრადაც იქცა. სტუმრებმა ახალი ნამუშევარი შეაფასეს და ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. პრემიერას მომღერლის ახლობლები, კოლეგები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჯაბა ქარსელაძის ახალ კლიპს მაყურებელი ტელეეკრანზეც იხილავს. სატელევიზიო პრემიერა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "შუადღეში" გაიმართება.