25 ოქტომბერი 2026,   10:01
ვრცლად
ქართული ტრადიციული გემოები ერთ სივრცეში და კულინარიული მრავალფეროვნება - ორბელიანის მოედანი "ფუდ გენის" მასპინძელი პირველად გახდა

ქართული ტრადიციული გემოები ერთ სივრცეში და კულინარიული მრავალფეროვნება - ორბელიანის მოედანი პირველად "ფუდ გენის" მასპინძელი გახდა.

დედაქალაქში პირველად გამართული ფესტივალი ქართული გულსართიანი ცომეულის ტრადიციებს მიეძღვნა და სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთი სივრციდან საქართველოს სხვადასხვა კუთხის გემოებში ემოგზაურათ.

ხაჭაპური თავისი მრავალფეროვანი სახეობებით, ლობიანი, კუბდარი, მხლოვანა, ფეტვრაალი, ბრინჯულა და სხვა, ნაკლებად ცნობილი თუ მივიწყებული ცომეული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები, რომლებმაც სტუმრებს არა მხოლოდ ქართული ცომეულის დაგემოვნების, არამედ მომზადების ტექნოპლოგის გაცნობის შესაძლებლობაც მისცეს.

მასტერკლასებთან ერთად გაიმართა არაერთი საინფორმაციო სემინარი, სადაც ყურადღება ქართული კულინარიის ისტორიასა და საუკუნოვან ტრადიციებს დაეთმო. შეფ-მზარეულებმა ნაცნობ კერძებს ახალი ინტერპრეტაციებიც შესძინეს.

ორბელიანის მოედანზე, საქართველოს პირველი ლედი იმყოფებოდა. თამარ ბაგრატიონი ფესტივალის ფარგლებში გამართულ მასტერკლასებს დაესწრო.

ფესტივალი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

"თბილისი ფუდ-გენი 2026" 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები