სენეგალის დედაქალაქ დაკარში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გრძელდება.
ქართველ სპორტსმენებს და მწვრთნელებს ოლიმპიურ სოფელში სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი შეხვდნენ. მათ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.