ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ცნობილი კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართა. სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას განსაკუთრებული პოპულარობა არაერთმა სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა კახეთო, იმერეთის ნიავო, თბილისო სიყვარულო და სხვა. 2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.