10 ნოემბერი 2026,   11:12
ვრცლად
მეტროსადგურ "თავისუფლებაზე" მგზავრების მომსახურება განახლდა

მეტროსადგურ "თავისუფლებაზე" მგზავრების მიღება განახლდა. სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.

ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა, ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზი იყო. დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობდა.

დღის ამბები