47 წლის სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია "ძლიერი სომხეთის" წევრი არსენ გევორკიანი ციხეში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.
გარდაცვალების ფაქტი პოლიტიკოსის პარტიაში დაადასტურეს, თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.
მედიის ცნობით, გევორკიანი ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. დილით ადრე მისი მდგომარეობა გაუარესდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გამთენიისას მას გულის შეტევა დაემართა.
გევორკიანი სტეფანავანის მერობის კანდიდატი იყოს. ის 21 ოქტომბერს - მუნიციპალურ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე - ქრთამის აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.