10 ნოემბერი 2026,   15:44
ვრცლად
ჩინეთთან ურთიერთობა არის კარგი, თუ არის სავაჭრო ხასიათის მატარებელი - ირაკლი ფავლენიშვილი

"სპეციალური ბრიფინგი არ მიგვიძღვნია ამ თემისთვის" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ დუმს ოპოზიცია საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ყველა ტიპის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რომელიც ხორციელდება მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

"ახლა, სპეციალური ბრიფინგი არ მიგვიძღვნია ამ თემისთვის. ძალიან მარტივია ჩვენი შეფასება - ჩინეთთან ურთიერთობა არის კარგი, თუ არის სავაჭრო ხასიათის მატარებელი. ყველა ტიპის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რომელიც ხორციელდება მაღალ პოლიტიკურ დონეზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის თბილისში ვიზიტზე ოპოზიციის სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს კი ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები შეგნებულად არ აშუქებენ.

მმართველი გუნდის შეფასებით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის შესაძლებლობები და არც საქართველოს გრძელვადიანი გეოსტრატეგიული წარმატებები.

დღის ამბები