11 ნოემბერი 2026,   13:57
ვრცლად
მედია: დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის მთავარი თემა ირანი იყო. საუბარი ისრაელსა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოების ფონზე გაიმართა - მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ისლამურ რესპუბლიკასთან ომის განახლების შესაძლებლობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბარი განსაკუთრებით რთული და დაძაბული იყო. ერთ-ერთმა მას "ჯოჯოხეთური ყვირილის შეჯიბრიც" კი უწოდა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ამგვარ შეფასებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საუბარი სულაც არ ყოფილა რთული.

"ყალბი ამბავია, სრული სისულელე", - აცხადებენ ნეთანიაჰუს ოფისში.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის "რთული არ ყოფილა".

დღის ამბები