11 ნოემბერი 2026,   17:47
ვრცლად
ნათია თურნავამ პარლამენტს 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმინა. ნათია თურნავამ 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. თურნავამ ინფლაციის მაჩვენებლებზე, სავალუტო რეზერვებზე, და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. ოქტომბრის მდგომარეობით კი, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

"საშუალო წლიური ინფლაცია 5,4% იქნება, ხოლო მომავალ 2027 წელს 3,5% და შემცირდება შესაბამისად. ეს პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურების და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი მილევის დაშვებას ეფუძნება. საქართველოში ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია. წინასწარი მონაცემებით 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7,4% შეადგინა. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით 2026 წლის წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-ი იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და ჩვენ 5,5%-ს პროცენტის ფარგლებში ვარაუდობთ მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდას," - განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

დღის ამბები