17 ნოემბერი 2026,   13:29
ვრცლად
უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის და მხარეებს შორის მორიგების საფუძველზე მიიღეს. ინფორმაციას მედია აბუ-დაბის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემცირდა მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმაც, 300 000-დან 150 000 დირჰამამდე.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით დვალიშვილმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ადგილობრივ მთავრობას დაკავებულების გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

დღის ამბები