ქართული ფოტოგრაფიის ისტორია ერთ გამოცემაში - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 ფოტოხელოვანის ალბომების პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევრები, სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ისტორიებს აერთიანებს.
ფოტო-ალბომები ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივით, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით გამოიცა.