24 ნოემბერი 2026,   09:13
ვრცლად
ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. თბილისის მერიამ 143 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილა.

28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს კი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.

რაც შეეხება დაშავებულებს, აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია.

კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"რჩება მართვით სუნთქვაზე, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მკურნალობის ფონზე მის სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ. 87% დამწვრობას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

დღის ამბები