23 ნოემბერი 2026,   23:27
ვრცლად
ჯენსენ ჰუანგს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჩიპების უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი კომპანიის Nvidia-ს ხელმძღვანელად აღადგინეს, კონგრესში ჩვენების მიცემა მოუწევს

ჯენსენ ჰუანგს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჩიპების უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი კომპანია Nvidia-ის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე აღადგინეს, კონგრესი მოუსმენს.

აშშ-ის სენატის კომიტეტის განცხადებით,ჯენსენ ჰუანგს კომიტეტის წევრების წინაშე ანგარიშით წარდგომა 3 დეკემბერს მოუწევს. ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჰუანგი Nvidia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინეს, მოსმენა კი შემდეგ საკითხებზე გაიმართება: "ამერიკის უპირატესობის დაცვა ხელოვნურ ინტელექტში: აშშ-ის საექსპორტო კონტროლის ზედამხედველობა".

გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ჰუანგი ნებაყოფლობით დათანხმდა კონგრესის წინაშე 1 დეკემბერს გამოცხადებას დაზვერვის საკითხებში წარმომადგენელთა პალატის მუდმივ შერჩეულ კომიტეტთან, საგარეო საქმეთა კომიტეტთან და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შერჩეულ კომიტეტთან.

"მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-ს დირექტორთა საბჭო შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ბატონი ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნება "ეროვნული უსაფრთხოების რისკს არ წარმოადგენს", კონგრესს კვლავ აქვს კითხვები, რომლებზეც პასუხებია საჭირო" - აღნიშნავს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წამყვანი დემოკრატი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრი ჯიმ ჰაიმსი.

"მისი თანამდებობაზე აღდგენა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ველოდებით მის ხილვას მომავალ კვირას" - აღნიშნა კონგრესმენმა.

ცნობისათვის, ​Nvidia-ს დამფუძნებელი კომპანიის ყველა მაღალი თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას პირადი ურთიერთობა აქვს ჩინეთის მოქალაქესთან, რომელზეც შტატების შესაბამისი სამსახურები ეჭვობენ, რომ ჩინეთის დაზვერვასთან არის კავშირში. ჯენსენ ჰუანგის თანამდებობაზე აღდგენის პროცესში აქტიურად იყო ჩარეული პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.

წყარო: BBC

 

დღის ამბები